01 მაი 2026
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს.
სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა დასკვნა ბიუროს წარედგინება, შემდეგ კი დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება.
დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას შემუშავებული აქტის თაობაზე.
სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვალში შეიქმნა.
მუშაობის პროცესში 11 სხდომა ჩაატარა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.