30 აპრ 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 119 მილიონი ლარია, გასული წლის კი - 116 მილიონ ლარს შეადგენდა.
უწყების დოკუმენტის ფინანსურ მაჩვენებელზე დღეს მინისტრის საათის ფორმატში, კანონმდებლებთან მაია ხაჯიშვილმა ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, 2025-2026 სასწავლო წელს აჭარის რეგიონში 10 000 -ზე მეტი მოსწავლე განახლებულ გარემოში შეხვდა სასწავლო პროცესს.
2025 წელს სწავლა განახლდა სრულად რეაბილიტირებულ ბათუმის N7, სოფელ ხიხაძირის, აგარის, ზემო წინსვლის, ჯიხანჯურის, აჭყვისთავის, ერგეს საჯარო სკოლებში.