საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა

30 აპრ 2026

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაიმართა დღეს, სადაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია მოეწყო.

მაუწყებლის დირექტორის ირაკლი კიკვაძის თქმით, ახალი სტრუქტურა პირველი არხისა და სხვა ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების სტრუქტურის მსგავსია.

რაც შეეხება რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაციის პროცესს, როგორც შეხვედრაზე ითქვა, რეორგანიზაციის პროცესმა აჩვენა, რომ მაუწყებელში სტრუქტურის შემუშავების პარალელურად მოსაწესრიგებელი აღმოჩნდა დოკუმენტაციაც.

რაც შეეხება უშუალოდ სტრუქტურას - არსებული სამსახურების ოპტიმიზაცია მოხდა. რეორგანიზაცია - რესტრუქტურიზაციის დოკუმენტაცია მზად სრულყოფილად თვის ბოლოსთვის იქნება.

საუბარია ცვლილებებზე, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებს, მის სამოქმედო გეგმასა და საშტატო ერთეულებს შეეხება. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა სამეურვეო საბჭოს შენობის საკითხიც გააცნო. როგორც ირაკლი კიკვაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები ფართთან დაკავშირებით დასრულების ეტაპზეა, საუბარია პუშკინისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებულ 6 ათას კვ.მ. ფართზე