საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდნენ

30 აპრ 2026

ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების მზარდ დინამიკაზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შორის გაიმართა.   

აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. ასევე, ყურადღება გაამახვილეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული საექსპორტო პროდუქციის მიწოდების ზრდის პერსპექტივებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი ჩამოყალიბდება, რაც მათი თქმით, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.