ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა - პოლიტიკური შეფასებები

30 აპრ 2026

ფასების კომისიის მუშაობას აკრიტიკებენ ოპოზიციაში, კომისიის სხდომებს კლოუნადას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ფასები პროდუქტზე, საყოფაცხოვრებო გადასახადებსა და საწვავზე დაკლების ნაცვლად იზრდება, ოპოზიციის შეფასებით გამოსავალი ხელფასებისა და პენსიების ზრდაშია, რათა მოქალაქეები გაზრდილ ფასებს გაუმკლავდნენ. ასევე საუბრობენ ქართული წარმოების გაძლიერებაზე.

მმართველ გუნდში კი კომისიის მუშაობის დადებით შედეგებს პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში ფასების დასაბალანსებლად დამაიმედებელი და ახალი მიგნებები გამოიკვეთა.