30 აპრ 2026
,,მინისტრის საათის” ფარგლებში, აჭარის უმაღლეს საბჭოში სამინისტროს საქმიანობის ანგარიშით აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი წარსდგა.
მაია ხაჯიშვილმა 2025 წელს გაწეული საქმიანობის, ასევე 2026 წლის პროექტების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. უწყების გასული წლის ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს შეადგენდა , 2026 წლის ბიუჯეტი კი 119 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მინისტრის განმარტებით, 2025-2026 სასწავლო წელს აჭარის რეგიონში 10 000 -ზე მეტი მოსწავლე განახლებულ გარემოში შეხვდა სასწავლო პროცესს.
წარჩინებული სტუდენტისთვის დაწესდა სტიპენდია. 2026 წელს სტიპენდიანტთა რაოდენობა გაორმაგდება და ნაცვლად 150 სტუდენტისა 300 სტუდენტი გახდება სტიპენდიის მფლობელი.
ათასზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა 100-მდე სტუდენტს. გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული ზრდის პროგრამები.
იწყება ახალი პროექტები ,,ჩემი დამრიგებელი” და ,,აგრარული განათლების პოპულარიზაცია”. შემაჯამებელი მოხსენების პარალელურად დეპუტატებმა მინისტრს დაუსვეს შეკითხვები.