30 აპრ 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილის მოუსმენენ აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის ფორმატში. მაია ხაჯიშვილი სამინისტროს საქმიანობის შესახებ ისაუბრებს დეპუტატებთან.
კანონმდებლები უწყების მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას, გათვალისწინებულია კითხვა - პასუხის რეჟიმი და დებატები.