30 აპრ 2026
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-17 გამოფენა “EBIT 2026” გაიხსნა ბათუმში. გამოფენაში 90 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია იმ კომპანიების ერთ სივრცეში თავმოყრა, რომლებიც ტურისტულ სფეროში საქმიანობენ.
ამ ფორმით მათ საშუალება ეძლევათ სამომავლო თანამშრომლობის დასაგეგმად. გამოფენის ფარგლებში იმართება პირისპირ შეხვედრები და ხდება კოორდინატების გაცვლა. ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა ბათუმში ,,ექსპო ბათუმის'' ორგანიზებით ტარდება. მხარდამჭერებს შორის არიან აჭარის მთავრობა და ტურიზმის დეპარტამენტი.
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმში თურქეთის კონსული და ტრაპიზონში საქართველოს კონსული ესწრებიან.