ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

29 აპრ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გეკა გელაძის ნაყოფიერ საქმიანობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ფორმალიზებული სახით შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე სხვა პოზიციიდან ასრულებდა.