28 აპრ 2026
„აჭარა და პატრიარქი ილია II'' - ამ სახელწოდებით ბათუმის რელიგიის მუზეუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ღვაწლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შესრულდა საგალობლები და ისაუბრეს პატრიარქის განსაკუთრებულ დამსახურებაზე აჭარაში ადამიანების გაქრისტიანებისა და ეკლესიების მშენებლობის საქმეში.
შეკრებილებმა გაიხსენეს პატრიარქთან დაკავშირებული ისტორიები და მნიშვნელოვანი ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქის საეკლესიო მოღვაწეობა ბათუმში დაიწყო.
ილია მეორემ ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან აჭარაში თანდათანობით დაიწყო მრევლის შემოკრება, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა და ღვთისმსახურება აღადგინა. მისი კურთხევით ეკლესიების მშენებლობებთან ერთად დაარსდა არაერთი სასულიერო სასწავლებელი.
პატრიარქის კურთხევით გამართული საყოველთაო ნათლობების დროს აჭარაში ასეულობით ადამიანი მოინათლა.
დღეისათვის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში 87-მდე მოქმედი ეკლესიაა.