ძალიან მძიმე დიპლომატიური ნაბიჯი - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას

28 აპრ 2026

ძალიან მძიმე დიპლომატიური ნაბიჯი - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის უმძიმესი შინაარსი, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ემუქრება ქართველ ხალხს სამოქალაქო ომითა და სიღარიბეში დაბრუნებით. 

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ელჩს საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელ წარსულში დაბრუნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს უნდოდა, როცა იგი მოუწოდებდა ამომრჩევლებს, ხმა მათთვის მიეცა.  

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეს არ იყო პაველ ჰერჩინსკის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის პირველი მცდელობა.