მამუკელაშვილის 13 ქულა „ჰორნეთსთან“

30 ნოე 2025

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილისტორონტო რეპტორსი“. კანადელები ნიუ ორლეანს ესტუმრნენ და „ჰორნეთსთან“ 111:118 წააგეს. სანდრო თამაშში სათადრიგოთა სკამიდან ჩაერთო და შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

მისი სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 19 წუთი, ორიდან ერთი სამქულიანი, რვიდან ოთხი ორიანი, ორიდან ორი საჯარიმო, 3 მოხსნა.

„ტორონტოს“ 20 მატჩიდან 14 აქვს მოგებული და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს პირველ დეკემბერს ნიუ იორკშინიქსთან“ გამართავს.