28 აპრ 2026
ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს განიხილავენ ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატები მონაწილეობენ.
მონაწილეები დისკუსიის ფორმატში იღებენ ინფორმაციას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების, ტრანსასაზღვრო დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვის შესახებ.