28 აპრ 2026
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ თანამედროვე ეკონომიკაში ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის – დიზაინის როლს, ასევე დიზაინის სამართლის რიადის ხელშეკრულებისა და სამრეწველო დიზაინის საერთაშორისო რეგისტრაციის ჰააგის სისტემის მნიშვნელოვან ასპექტებს.
კონფერენცია აერთიანებს ევროპის 14 სახელმწიფოს. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ. კონფერენციის სესიების პარალელურად, მონაწილეებისთვის გაიმართა ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის ქართული ტრადიციული სამოსი და საიუველირო ხელოვნების ნიმუშები.