აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა

28 აპრ 2026

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა, ღონისძიებების მეორე ეტაპზე კი  იმ ტერიტორიებზე, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის დიდი რაოდენობა დაფიქსირდება, წერტილოვანი წამლობისთვის სპეციალური სადგურები განთავსდება; პარალელურად აქტიურად გაგრძელდება მონიტორინგი და მავნებლის პოპულაციაზე დაკვირვება.

მონიტორინგის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, იწყება ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და თერმული ნისლით წამლობა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით.