სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი

28 აპრ 2026

პარლამენტი დღეიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცესს იწყებს.  გეკა გელაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

ამის შემდგომ პროცესი სესიაზე გადაინაცვლებს, სადაც პროცედურის მიხედვით, დეპუტატები ჯერ მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კენჭს უყრიან, შემდეგ კი – სუს-ის ახალ  ხელმძღვანელს ექვსი წლის ვადით აირჩევენ.