სტრუქტურული ცვლილებები

28 აპრ 2026

პარლამენტი მიმდინარე კვირაში მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს. საკითხს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით შეიქმნება ახალი უწყება, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს გაუწევს კოორდინაციას.

სამი მოსმენით ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილი იქნება მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნოს.