28 აპრ 2026
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა.
ზურაბ პატარაძეს და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაზე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრად დენის სალუქვაძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ედნარ ნატარიძე;
აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე.
კენჭისყრამდე ზურაბ პატარაძემ თანაგუნდელებს სამოქმედო გეგმა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობას, 2016-2018 წლებში ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს.