უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის

28 აპრ 2026

აჭარის უმაღლესი საბჭო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზურაბ პატარაძისგან სამოქმედო გეგმას მოისმენენ. პატარაძე დეპუტატთა შეკითხვებსაც უპასუხებს.

დღესვე უმაღლესი საბჭო აჭარის მინისტრთა კაბინეტსაც დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მინისტრების ცვლილება ამ ეტაპზე არ იგეგმება და უცვლელი რჩება.

ზურაბ პატარაძეს გუშინ აჭარის უმაღლეს საბჭოში, კომიტეტების ფორმატში მოუსმინეს.