27 აპრ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქართველი ძიუდოისტებისა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრას დაესწრო.
ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე წარმატებულმა ძიუდოისტებმა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური და ეთერ ასკილაშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ტრისტან გულბიანი, ვიცე-რექტორი ჯემალ ძაგანია და პროფესორ-მასწავლებლები.