27 აპრ 2026
ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა - მონაცემები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააჯამა, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით მილიონ ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს კი სააგენტოს ინფორმაციითვე 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.
2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7799 რეისი განხორციელდა.
გასული წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით კი, რეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა.
დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით.