ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკას - კიმი

27 აპრ 2026

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას. ინმა საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად განიხილა - ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის  სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

რუსეთის დელეგაცია, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლის დროს დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების პატივსაცემად აგებული  მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ორ ქვეყანას შორის  თავდაცვის პაქტის დადების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, 14 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა კურსკში რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ  საბრძოლველად.

სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ბრძოლებში 6 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.