27 აპრ 2026
ბუკინგემის სასახლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კოსტიუმებში გამოწყობილმა მომიტინგეებმა სამეფო ოჯახის წევრის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორი კოალიცია „სტოპ ტრამპ“-ია, რომელიც დიდი ბრიტანეტის მთავრობას მოუწოდებს, უარი უთხრას აშშ-ს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენებაზე.
გასულ თვეში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აშშ-ს ნებართვა მისცა, გამოეყენებინა ბრიტანეთში არსებული სამხედრო ბაზები ირანის სარაკეტო ბაზებზე დარტყმების განსახორციელებლად, საიდანაც ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებს ახორციელებს.
ჩვენ არ უნდა გავგზავნოთ მეფე დონალდ ტრამპთან სახელმწიფო ბანკეტზე ღვინის დასალევად, როცა ის ირანში ომის გამო ცხოვრებას გვიძვირებს - აცხადებენ აქციის მონაწილეები.