27 აპრ 2026
რაგბის კლუბი „ჩაქვი“ დასავლეთ საქართველოს ა ლიგის ვერცხლის ჯგუფის ჩემპიონი გახდა, ხოლო საქართველოს ა ლიგის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.
აჭარული გუნდი დასავლეთ საქართველოს ა ლიგის ვერცხლის ლიგაში მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობდა და საქართველოს ა ლიგის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.
ფინალში ჩაქველები აღმოსავლეთ საქართველოს ვერცხლის ჯგუფის გამარჯვებულ „ტაოს“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება „ტაოს“ დარჩა.
შედეგად, რაგბის კლუბი „ჩაქვი“ საქართველოს ა ლიგის ვერცხლის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.