საპროცედურო კომიტეტის სხდომა

27 აპრ 2026

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ კენჭი უყარა საკითხს,  რომელიც მამუკა მდინარაძის საკუთარი განცხადების საფუძველზე სუსის უფროსის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხებოდა.

სხდომაზე კენჭისყრამდე დავით მათიკაშვილმა ისაუბრა  კანონპროექტზე, რომელიც  პარლამენტში უნდა შევიდეს, კანონპროექტი სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილებებს ეხება. 

კერძოდ იქმნება ახალი სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს კოორდინაციას გაუწევს. სწორედ მამუკა მდინარაძე განიხილება სახელმწიფო მინისტრის და ვიცე პრემიერის პოზიციაზე.