27 აპრ 2026
კაკლისა და ნუშის მწარმოებელი ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. შეხვედრაზე დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ.
მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იქნება.
შეხვედრები საბჭოს ფორმატში კი ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ - უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება.