27 აპრ 2026
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები, სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც ისარგებლონ.
საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ვისაც აქვს ინტერესი, პროგრამაში ჩაერთოს და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ სხვადასხვა პროფილის მედიკოსის კონსულტაციით, ასევე ლაბორატორიული კვლევებით.