27 აპრ 2026
გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზება - გორში, ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში 21 სოფელი მონაწილეობდა, მათგან 8 ბენეფიციარი შეირჩა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 29 ათას ლარზე მეტია.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.