ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი იწყება

27 აპრ 2026

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადებით,  რუსული დრონის თავდასხმის შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების აღდგენას შესაძლოა მინიმუმ 500 მილიონი ევრო დასჭირდეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, 30 მილიონი ევრო დაამტკიცეს დაზიანებული ახალი უსაფრთხო ნაგებობის სასწრაფო მოსამზადებელი სამუშაოებისა და ტექნიკური შეფასების დასაფინანსებლად. წინასწარი დასკვნებით, ფოლადის კონსტრუქციის კოროზიამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დამცავი თაღის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოებიც 2028 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს და 2030 წლამდე დასრულდეს.