27 აპრ 2026
ეფ-ბი-აის აგენტებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილის სახლი გაჩხრიკეს. ოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელმაც სასტუმრო ჰილტონში უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთან საიდუმლო სამსახურის აგენტს ესროლა.
სპეცსამსახურის წარმომადგენელს ჯავშანჟილეტი ეცვა და არ დაშავებულა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი შენობიდან სასწრაფოდ გაიყვანეს. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე ადმინისტრაციის თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილმა ანტიქრისტიანული მანიფესტი დაწერა. ის ადმინისტრაციის წევრებზე თავდასხმას გეგმავდა.
ტრამპმა ფოქს-ნიუსს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ავადმყოფი ბიჭი“ იყო და, რომ მისმა ოჯახმა თავისი შეშფოთება სამართალდამცავ ორგანოებს გაუზიარა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.