უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის

29 ნოე 2025

უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელეს რუსული „მიგ-31“-ის აფრენის შესახებ, რომელიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.