ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

27 აპრ 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რეგიონული ტურნეს ბოლო ეტაპზე რუსეთს სტუმრობს, სადაც ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.    

ირანის მთავარი დიპლომატი ტელეგრამზე აქვეყნებს  ვიდეოს, რომელზეც არაღჩის სანქტ-პეტერბურგში ჩასვლის კადრებია ასახული.  არაღჩის აეროპორტში  ოფიციალური პირები დახვდნენ.  

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. არაღჩის თქმით, სანქტ-პეტერბურგში ვიზიტის დროს რუს ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების, მათ შორის ირან-აშშ-ს კონფლიქტის განხილვა იგეგმება.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს შეუძლია დარეკოს, თუ მას სურს ორთვიანი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.

თეირანი ვაშინგტონისგან  ირანის პორტების ბლოკადის მოხსნას მოითხოვს.