ბამბუკების გამოფენა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

26 აპრ 2026

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში   ბამბუკების  ტრადიციული  გამოფენა მოეწყო. აქტივობაზე  წარმოდგენილი იყო ბამბუკის სახეობები, მცენარისგან დამზადებული  სხვადასხვა სახის კერძები და დესერტები, პარალელურად  გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ  სპეციალისტებისგან მიეღოთ ინფორმაცია ბამბუკის ბიოლოგიურ თვისებებზე, ნაირსახეობებსა და საქართველოში გავრცელებულ ჯიშებზე.ღონისძიება მიზნად ისახავდა, როგორც მცენარეთა სამყაროს პოპულარიზაციას, ასევე გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.