26 აპრ 2026
ბათუმში სავსე ტრიბუნებისა და მქუხარე მხარდაჭერის ფონზე, ჩემპიონის თასი კვლავ აიწია - ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეექვსედ სარაგბო კლუბი ბათუმი ქვეყნის ჩემპიონია. დიდი 10-ის ფინალში აჭარულმა კლუბმა ქუთაისის „არესი“ 38:6 დაამარცხა და ტიტული საკუთარ მოედანზე დაიცვა.