26 აპრ 2026
ზუგდიდში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. დადიანების სასახლის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე, პარტიის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ. მხარდამჭერებს საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები გააცნეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ნეიტრალიტეტია საქართველოსთვის ის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას ტერიტორიული გამთლიანება, გრძელვადიანი მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა მოუტანოს.