26 აპრ 2026
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ესოშიეითედ პრესა ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მათალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებონენ. როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, "ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“"სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.