ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

26 აპრ 2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე  ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს. მათი განცხადებით, პრემიერმა არმიას დაავალა, ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს. ოფისში აღნიშნავენ, რომ სხვა დეტალები ცნობილია. ამასთან, მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთში და ლიბანის სამხრეთში ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.