25 აპრ 2026
1937 წლის რეპრესიების მსხვერპლის, მემედ ჯინჭარაძის ნეშტი იდენტიფიცირებულია და დახვრეტის შედეგად დაღუპული, აქამდე სამარხში განთავსებული ნაწილები ოჯახს გადაეცა. ექიმი მემედ ჯინჭარაძე, რომელიც უმისამართოდ დაკარგული ბაბუის სახელს ატარებს იხსენებს, რომ მამა ბაბუას რამდენიმე ათეული წელი უიმედოდ ეძებდა. ბაბუის ნეშტის მიკვლევა ოჯახს სულიერ სიმშვიდეს გვრის და ამბობენ, რომ დღევანდელი დაკრძალვა მათ წლების ტკივილს შეუმსუბუქებთ.
დნმ ანალიზებისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგად მიცვალებულის ვინაობის დადგენა მოხერხდა. ასეთი შედეგი მეხუთე სამარხში ნაპოვნი ნეშტებიდანჯერ მხოლოდ 6 ადამიანის ვინაობის დადგენისას მოხერხდა. აჭარის მემორიალის ხელმძღვანელი კვლევის პროცესში სამთავრობო ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ სასურველია რეპრესირებულთა ოჯახები ხელვაჩაურის მსგავსად სხვა მუნინიციპალიტეტებშიც გააქტიურდნენ. მემორიალის ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე რეპრესირებულ ოჯახის წევრებს თავადაც ეძებს.
საქართველოს მთავრობა, საპატრიარქო, მუსლიმი თემი და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობენ სამთვრობო კომისიის შემადგენლობაში, რათა მოხერხდეს ნეშტების ვინაობის დადგენა და მათ თშამომავლებამდე მიკვლევა.
იგივე სამთავრობო კომისიის კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი დახვრეტილი ადამიანის ნეშტის ვინაობა დადგინდა, ეს იყო გონიოშიმცხოვრები ლაზი დიშლი ხასან იაკუბისძე, რომლის ძებნაც დღეს მემედ ჯინჭარაძის ოჯხისთვის გადაცემის დროს გაიხსენეს.
ანთროპოლოგიურ და სხვა საჭირო კვლევებს რამდენიმე კვლევითი ცენტრი კოორდინირებულად ახდენს. სპეციალისტი გვიყვება, რომ პროცესი რთულია რადგან ხშირად დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პირველად ნაპოვნი სამარხებიდან დაღუპულთა ნეშტები შერევით ამოასვენეს რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ამჯერად ანთროპოლოგიური კვლევის გაძლიერებას ხელს შეუწყობს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნული ფონდის დაფინანსება.
ნეშტების კვლევა „ აღდგენის იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების ქართული პროექტის „ ფარგლებში მიმდინარეობს. 1937-41 წლების რეპრესიებს სავარაუდოდ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საერთაშორისო მემორიალის წარმომადგენლების ინფორმაციით, ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთ ქვეყანაში დნმ ანალიზი არ ჩატარებულა და შესაბამისი კვლევებზე მხოლოდ საქართველო მუშაობს.