ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ არასტაბილურია

25 აპრ 2026

ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ არასტაბილურია.  ისრაელის ჯარებსა და „ჰეზბოლას“ მებრძოლებს შორის ცეცხლი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშულებენ. გაჟღერებული ბრალდებების პარალელურად კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში ჩავიდა, პაკისტანის დედაქალაქს ეწვევიან აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებიც, თუმცა კითხვაზე შედგება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება, ამ დრომდე პასუხი არ არის.  ისლამაბადში ადგილობრივ მოსახლეობას სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედი აქვს.