25 აპრ 2026
დავით დუმბაძის სახელობის ინტელექტუალური მარათონი გაიმართა ბათუმში. შეჯიბრში მე-9 და 10 კლასელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ტურნირს ესწრებოდნენ დავით დუმბაძის მშობლები და მასწავლებლები. არასრულწლოვანი ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად გასულ წელს 13 წლის ასაკში დაიღუპა.