ევროკავშირის ელჩის განცხადება - შეფასებები

25 აპრ 2026

ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან.  საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ევროპელ დიპლომატთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება, მას შემდეგ, რაც პაველ ჰერჩინკსი საქართველოში დაბრუნდება.
მმართველი გუნდისთვის ელჩის რიტორიკა მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გზავნილი, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, ღია მუქარად და პოლიტიკურ დემარშად ფასდება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება გამიზნულად ესხმის ევროკავშირს და მმართველი გუნდის აღქმები არასწორია.