კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

25 აპრ 2026

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში წირვა ჩატარდა. წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ აღავლენა.
სიონის საკათედრო ტაძარში  საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე  ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.