სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი პაკისტანში გაემგზავრებიან

25 აპრ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ირანთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის 25 აპრილს ისლამაბადში გაემგზავრებიან.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ამერიკულ მხარეს ირანელები დაუკავშირდნენ და პირადი საუბარი მოითხოვეს. ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ შუამავლობას პაკისტანელები შეასრულებენ. ცნობისთვის, ირანი კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი პორტების ბლოკადა მოიხსნას, როგორც დიალოგის წინსვლის მთავარი პირობა.