ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა

25 აპრ 2026

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა. აბას არაღჩი ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მოუთმენლად ველი ნაყოფიერ ჩართულობას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ არის მიმართული“, - დაწერა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იშაქ დარმა სოციალურ ქსელში. ამასთან, ირანის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან. ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენლები დღეს პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. თუმცა როგორც ირანის საგარეო საქმეთა პრესპიკერი სოცილურ ქსელში წერს  აბას არაღჩი აშშ -ის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გეგმავს