ვითარება უკრაინაში

25 აპრ 2026

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქალაქ დნიპროზე, სადაც დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის  ერთი ბავშვია.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ასევე, ღამით განხორციელებული მასშტაბური იერიშის ფარგლებში რუსულმა ძალებმა ხარკოვსაც დაარტყეს.