პარტია „თავისუფლების მოედანი“ აჭარაში შეხვედრებს იწყებს

25 აპრ 2026

პარტია „თავისუფლების მოედანი“ აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ბრიფინგი დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა კამპანიის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, 25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, ლიდერები აჭარის მუნიციპალიტეტებს ეწვევიან. კამპანიის ფარგლებში ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, მოისმენენ მოქალაქეების საჭიროებებს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ პრობლემებს, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, მათი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში აჭარის რეგიონისთვის კონკრეტულ პოლიტიკურ ხედვებსა და გადაწყვეტილებებს წარადგენენ.