25 აპრ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ამაგდარი“ გაიმართა. ღონისძიებაზე ტრადიციულად წელსაც საზოგადოებისთვის გაწეული შრომისთვის გამორჩეული მოქალაქეები დააჯილდოვეს. ამაგდარის სიგელი წელს 22 ხულოელს გადაეცა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები გამორჩეული ამაგის მქონე მოქალაქეების პატივსაცემად ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.