რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

24 აპრ 2026

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში 193 სამხედრო ტყვე დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეთა შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული პოლიციის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები.  

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ,  რომ უკრაინული ტყვეობიდან 193 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეების ტყვეობიდან დაბრუნება შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.