გამოფენა ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში

24 აპრ 2026

ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზი მხატვარ ნინო კვატიძის და მარიამ კუპრავას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს.

ეს ქალაქ ფოთში მცხოვრები დედა-შვილის პირველი ერთობლივი გამოფენაა ბათუმში. მანამდე მარიამ კუპრავას გამოფენა მშობლიურ ქალაქში ჰქონდა. 

მარიამის ნამუშევრების მთავარი  თემატიკა ქართული ანბანია. მხატვარი ნინო კვატიძე კი ძველ ვინტაჟურ ნივთებს დეკუპაჟის ხელოვნების დახმარებით აცოცხლებს.

გამოფენას ბათუმის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზი 3 დღის განმვლობაში უმასპინძლებს.