გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში

24 აპრ 2026

მხატვარ დარიკო ბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში.  

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის შემოქმედების მცირე ნაწილი, კერძოდ დეკორატიული ქსოვილები, ცივი ბატიკა, ატლასი და გრაფიკული სურათები. მხატვარს განხორციელებული აქვს 24 მასშტაბური პროექტი.

50 პერსონალური გამოფენა, როგორც საქართველოში ისე უცხოეთში, კერძოდ, ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში ფინეთსა და რუსეთში.  

დარიკო ბერიძის მიერ შექმნილი  2000-ზე მეტი ნამუშევარი  ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ზუსტად 40 წლის წინ - 1986 წლის აპრილში შედგა მისი ბოლო გამოფენა საქართველოში. დღეს კი  ბათუმში გამართული გამოფენის მთავარი თემატიკაა „საქართველო“, იაპონურ და მსოფლიო პოეზიაზე აგებული გრაფიკული ნამუშევრები. 

გამოფენა 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.